საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №395
1996 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
მ. ვარშანიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ „ჭოროხის“ პასუხისმგებელი მდივანი, მწერალი მამია ვარშანიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე