„მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
102/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-04-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-06
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.014534
„მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.534

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №102/ნ

2010 წლის 21 აპრილი

 ქ. თბილისი

მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27-ე პუნქტისა და „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუ ხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის თანდართული ფორმა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 4 თებ ერვლის №75/ნ ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №01-71/ნ - ვებგვერდი, 07.12.2012წ.

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია