გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
55
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2017-05-23
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016009
გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

 (ძალადალარგულია - 23.05.2017, № 29 )

 

სენაკისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს

დადგენილება № 55

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. სენაკი

გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე-16მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა,22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისშესაბამისად, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით,

 სენაკის მუნიციპალიტეტისსაკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს „ გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ “ ნორმა თანდართული სახით.

2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე .

   საკრებულოს თავმჯდომარე                       ბ. ნარმანია

გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

     მუხლი 1

1. სენაკის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად (ვაჭრობად) მიჩნეულ იქნეს მცირე სტაციონარულიარქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან (არასტაციონარული კონსტრუქციებ ი (დროებითი შენობა-ნაგებობა) – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება) ვაჭრობასაზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, დასასვენებელ ადგილებში, ასევე ისეთ ადგილებში რაცარ გამოიწვევს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის, რკინიგზის გადასასვლელის ანსხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევას, აგრეთვე გზის, რკინიგზაზეგადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკურისაშუალების დაზიანებას.

     მუხლი 2

1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინიაკმაყოფილებდნენ სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდააფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარევაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, და წესების(რომლებიც შეეხება დასუფთავებისა და უსაფრთხოების წესებს) დაცვით.

2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებშიგანსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.)მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდატერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ არქი ტ ექტურულ - სამშენებლო პროექტის შეთანხმებით.

3. არქი ტ ექტურულ - სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა - გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა - ნაგებობებისმოწყობა.

მუხლი 3

1. ქ. სენაკში გარე ვაჭრობ ის ადგილ ად განისაზღვროს – ქ. სენაკი, ი. ჭავჭავაძის ქუჩა, ცენტრალური სტადიონის აღმოსავლეთით არსებული თავისუფალი ტერიტორია.

 მუხლი 4

1. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანიღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც სენაკის მუნიციპალიტეტისგამგებელი, დასამტკიცებლად წარუდგენს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს . აღნიშნულს საკრებულო განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – საკრებულოს განკარგულებას.

       მუხლი 5

1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობასსხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებ თ ან კონტროლს უწევს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია