სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
305
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-05-03
გამოქვეყნების თარიღი
1996-05-31
სარეგისტრაციო კოდი
290.160.000.05.002.000.
სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №305

1996 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ

საქართველოს სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით:

1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 აგვისტოს №584 დადგენილება „საიმპორტო ტვირთების სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ სავალდებულო დაზღვევის შესახებ“.

2. აიკრძალოს ექსკლუზიური უფლებების მინიჭება სადაზღვევო სფეროში ყველა საწარმოსათვის, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარების მიუხედავად.

3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია