„საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
344
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №344

2010 წლის 28 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებით (სსმ III, 2009 წ., №77, მუხ. 837) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

     „მუხლი 101. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და პრემირების, აგრეთვე კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წლიური საბიუჯეტო კანონით კომისიის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან კომისიის თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია