,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
90
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-26
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.10.003.000.089
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №90

2004 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №18 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 139 ერთეულით“.

2. ამოღებული იქნეს ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებული №№12-16 დანართები, შესაბამისად დანართი №17 გადაინომროს №12 დანართად.

3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანდართული საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (№№1-12 დანართები) დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში“.

პრემიერ-მინისტრი               ზ. ჟვანია

კრებსითი — სრული ვერსია