საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №533
1996 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ნ. სხირტლაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში მეტროლოგიის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის განყოფილების გამგე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, აკადემიკოსი ნიკოლოზ სხირტლაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე