სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.342
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №18/2002
2002 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი
№52.10 ბაღდათის რაიონის საკრაულას სოფლის საკრებულოს და №68.02 ჯვარის ქალაქის საკრებულოსა და ქალაქის გამგებლის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის არჩევნების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
(№52.10 ბაღდათის რაიონის საკრაულას სოფლის საკრებულოს და - ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი) №68.02 ჯვარის ქალაქის საკრებულოსა და ქალაქის გამგებლის საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის არჩევნების კენჭისყრის ახალ ვადად განისაზღვროს 2002 წლის 16 ივნისი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 14 ივნისის დადგენილება №19/2002-სსმIII, №63, 19.06.2002წ.; მუხ.589
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 14 ივნისის დადგენილება №19/2002-სსმIII, №63, 19.06.2002წ.; მუხ.589