,,საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
217
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
,,საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №217

2010 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004წ., №61, მუხ. 532) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

,,ნ) ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.“;

ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას დაემატოს შემდეგი რედაქციის 48-ე პუნქტი:

„48. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცოს ამ ბრძანებულებით შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობის საშტატო ნუსხა.

3. ახლად შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 15 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია