,,საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
213
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-04-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-06
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
,,საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №213

2010 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 11 მარტს  ქ. რომში ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს იტალიის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესავლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია