,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
208
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-04-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №208

2010 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ 1) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“;

ბ) მე-13 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელები;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 35-ე დღეს.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია