"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10/41
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2010-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016014
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №10/41

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ფოთი

„ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/ 33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები „ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9 /33 დადგენილებაში (სსმ V, №35, 08.10.2010 წ. , მუხ.101 5) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში , კერძოდ:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ეს.

2 . დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომისიის სამუშაო გეგმათა გათვალისწინებით ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას”.

3. ამოღებულ იქნ ეს დებულების მე-4 მუხლი .

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გა მოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              ი . საღინაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია