„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2010 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 25 იანვრის №55 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
206
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2010 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 25 იანვრის №55 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №206

2010 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2010 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 25 იანვრის №55 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2010 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 25 იანვრის №55 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №7, მუხ.71) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 500 წვევამდელით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია