ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. ხაშური
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 აპრილის №113 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 აპრილის №113 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე