საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №554
1996 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
მ. ჯუღელის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ტანვარჯიშის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდაში დიდი დამსახურებისათვის ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მედეა (მზია) ჯუღელი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე