"დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-15
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.169.016011
"დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების შესავალი ნაწილი (პრეამბულა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტიდან სიტყვა „(მერიის)“;

გ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;

დ) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ. №2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე          ზ. ფიროსმანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია