"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-15
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.169.016009
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. დედოფლისწყარო

 „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №19 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს დებულების 1-ლი და მე-2 მუხლიდან სიტყვა „ (მერიის)“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;

გ) დებულების მე- 3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;  

დ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                          ზ. ფიროსმანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია