„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-03
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.131.016007
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. ქობულეთი

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №-24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №-24 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა“, 29.03.2007 წ., №48, გვ.17) შეტანილ იქნას ცვლილებები:

ა) დადგენილების 2.5 პუნქტის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2000 ლარი კვარტალში;

დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე -4000 ლარი კვარტალში.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ნ. ბერაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია