„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
160
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-20
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №160

2010 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდეგში – სამსახური).

2. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

3. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სამსახურის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის  1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 20 ივნისის ბრძანებულება №25 4 - ვებგვერდი, 20.06.2014წ.

კრებსითი — სრული ვერსია