"საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვარის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-168
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-03
სარეგისტრაციო კოდი
340090000.22.032.016003
"საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვარის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-168

2010 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვარის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებით (სსმ III, 01.02.2010, №12, მუხ.132) დამტკიცებული „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ალერგენების, რეაგენტების და შრატების რეგისტრაციისათვის:

ა) სადიაგნოსტიკო საშუალების დანიშნულებისა და გამოყენების მეთოდი (არსებობისას –ჩამონათვალი მწარმოებელი ფირმის კატალოგის ნომრის მითითებით ან/და კატალოგი);

ბ) მონაცემები სადიაგნოსტიკო საშუალებების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ – ინ ვივო გამოყენებისას;

გ) საჭიროებისას ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და მონაცემები სადიაგნოსტიკო საშუალებების სტაბილურობის შესახებ.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

კრებსითი — სრული ვერსია