"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს საკანონმდებლო მაცნის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №237 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
204
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-03
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016027
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს საკანონმდებლო მაცნის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №237 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №204

2010 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს  საკანონმდებლო მაცნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №237 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №237 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №158, მუხ. 1921) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მაცნის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია