თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12/4
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-28
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016005
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12/4

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №7/9 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. მესტვირიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადაგენილება №13/6 - სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1858

2. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №15/3 - სსმ V, №71, 30.12.2010 წ., მუხ.2090

 

დანართი №1

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოებთან, სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, კერძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს საკრებულო.

5. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 26 ნოემბრის დადაგენილება №13/6 - სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1858

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №15/3 - სსმ V, №71, 30.12.2010 წ., მუხ.2090

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

გ) წინადადებების შემუშავება სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ინფრასტრუქტურის ობიექტების მეთოდური მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი, დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ე) კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;

ვ) კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 3. დასკვნითი დებულება

1. სამსახურის საშტატო ნუსხას და სამუშაოთა აღწერილობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებებში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.

კრებსითი — სრული ვერსია