"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
873
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-01
სარეგისტრაციო კოდი
040110030.08.002.016041
"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №873

2010 წლის  29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის               19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №102, მუხ. 1526) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4 . სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი

1. სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით.

2. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია