საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №489
1996 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
ნ. წერეთლის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს კულტურისა და სამეცნიერო – საგანმანათლებლო ორგანოების მუშაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს ი. ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო – საგანმანათლებლო საზოგადოება „ცოდნის“ გამგეობის თავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი ნუგზარ წერეთელი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე . შევარდნაძე