„ევროკომისიას, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმისა“ და ,,ევროკომისიას, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, და საქართველოს შორის 46 მილიონ ევრომდე ოდენობის გრანტის შესახებ საგრანტო ხელშეკრულების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
137
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-26
სარეგისტრაციო კოდი
00000000.00(0).000.000000
„ევროკომისიას, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმისა“ და ,,ევროკომისიას, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, და საქართველოს შორის 46 მილიონ ევრომდე ოდენობის გრანტის შესახებ საგრანტო ხელშეკრულების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №137

2010 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„ევროკომისიას, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმისა“ და ,,ევროკომისიას, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, და საქართველოს შორის 46 მილიონ ევრომდე ოდენობის გრანტის

შესახებ საგრანტო ხელშეკრულების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2009 წლის 18 დეკემბერს ბრიუსელში ხელმოწერილი ,,ევროკომისიას, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი“ და ,,ევროკომისიას, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, და საქართველოს შორის 46 მილიონ ევრომდე ოდენობის გრანტის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ევროკომისიას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია