„იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 აგვისტოს №144 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
210
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-11-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-24
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.10.003.000.344
„იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 აგვისტოს №144 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2005 წლის 23 ნოემბერი

ქ. თბილისი

„იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 აგვისტოს №144 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 აგვისტოს №144 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

4. სანადირო გლუვლულიანი, სასპორტო, ჯილდოდ მიღებული, გაზის, საფანტის, საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია