"ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
11-70
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2010-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-03
სარეგისტრაციო კოდი
010250000.36.101.016003
"ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №11-70

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 1-4 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების:

ა) II თავის მე-3 მუხლის „ ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ჟ) საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების, საკრებულოს ოფიციალური ვიზიტებისა და საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“;

ბ) IV თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ი) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.“;

გ) IV თავის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ი1“ ქვეპუნქტი:

„ ი1) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების განყოფილება.“;

დ) V თავის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16

საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ქალაქ თბილისის საკრებულოს ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ურთიერთობის დამყარება;

გ) დაძმობილებულ და პარტნიორ ქალაქებთან ურთიერთობის წარმართვა და მათთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ე) V თავის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 161:

     „მუხლი 161

პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საკრებულოში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტებისა და საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფა;

ბ) საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს სხვა წევრთა, საკრებულოს ოფიციალური დელეგაციებისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ქვეყნის შიგნით გამგზავრების ორგანიზება;

გ) აპარატის უფროსისათვის განსახილველად წარსადგენი პროტოკოლთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და წინადადებების მომზადება;

დ) საკრებულოს ეგიდით გასამართი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

ე) დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ქ. თბილისის საკრებულოს ურთიერთობების კოორდინაცია;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2010 წლის 1 ნოემბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე       ზ. სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია