საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №263
2010 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
პოლიციელის დღის დაწესების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანების მიუხედავად, პოლიციისა და სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელთა დღე აღინიშნებოდა სხვადასხვა დროს. ამ ორი უწყების თანამშრომელთა საერთო პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით:
1. დაწესდეს პოლიციელის დღე.
2. პოლიციელის დღე აღინიშნოს ყოველი წლის 6 მაისს.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №151 - ვებგვერდი, 17.04.2014წ.