საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულების (ქობულეთის წყალარინების პროექტი)“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს 2010 წლის 1 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულება (ქობულეთის წყალარინების პროექტი)“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2010 წლის 26 ოქტომბერი.
№3769–IIს