ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2010 წლის 28 ოქტომბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის 2010 წლის 8 ოქტომბრის №01–40/906 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.
1. დადგენილების მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილების მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე