„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
97
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №97

2010 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებული დებულების №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია