„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
96
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-16
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №96

2010 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №21 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №21

ქალაქ ბათუმის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

 

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით)

1.

საკრებულოს თავმჯდომარე, მერი

2750

2.

მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2150

3.

მერის მოადგილე

2050

4.

მერიის ადმინისტრაციის (აპარატის) უფროსი, სამსახურის უფროსი, ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი, საკრებულოს აპარატის უფროსი

1650

5.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

6.

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

1350

7.

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

900

8.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 600“.

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია