„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
95
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №95

2010 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს XXV1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XXV2 თავი:

„თავი XXV2

თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო თანამდებობები

    მუხლი 915. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი);

გ) მერის მოადგილე;

დ) ადმინისტრაციის (აპარატის) უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი;

ე) სამსახურის (სტრუქტურული ერთეულის) უფროსი;

ვ) ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი.

    მუხლი 916. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) სამსახურის (სტრუქტურული ერთეულის) უფროსის მოადგილე;

ბ) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მერიის რწმუნებული;

გ) ადმინისტრაციის (აპარატის) სამსახურის უფროსი;

დ) განყოფილების უფროსი.

    მუხლი 917. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) მრჩეველი;

ბ) თანაშემწე;

გ) მთავარი სპეციალისტი.

    მუხლი 918. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) წამყვანი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი;

გ) სპეციალისტი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია