„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
653
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-12-08
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №653

1999 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბ­რის №615 ბრძანებულებით დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ქ. ქუთაისის „ბ“ ჯგუფის ობიექტებიდან ამოღებულ იქნეს:

ა) პუნქტი 2 – პოლიკლინიკა №4;

ბ) პუნქტი 9 – ფსიქონევროლოგიური დისპანსერი.

2. ქ. რუსთავის „ბ“ ჯგუფის ობიექტებიდან ამოღებულ იქნეს:

პუნქტი 1 – საავადმყოფო №2.

3. ქ. ზუგდიდის „ა“ ჯგუფის ობიექტებიდან ამოღებულ იქნეს:

პუნქტი 3 – ინფექციური საავადმყოფო.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია