საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
68
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-21
სარეგისტრაციო კოდი
0000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №68

2010 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია