საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
671
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-12-01
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №671

1998 წლის 1 დეკემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში საქართველოს ყოფილი ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს მიერ შემოტანილი და ნაშთად რიცხული საქონლის რეალიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 აგვისტოს №500 ბრძანებულებით დამტკიცებული სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სამთავრობო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: მიხეილ ჭკუასელი, ჯემალ გახოკიძე და სულხან პაპაშვილი.

2. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ვახტანგ ქუთათელაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი;

კობა ნარჩემაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

ოლეგ ნიკოლეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია