,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
203
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-11-16
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-16
სარეგისტრაციო კოდი
410.060.000.10.003.000.337
,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №203

2005 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1070) დამტკიცებული დებულების 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 71. სალიცენზიო პირობები

თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებული საქ-მიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მცურავი საშუალებებით. ამასთან, სარგებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები უნდა განხორციელდეს აუქციონის მოწყობის დღემდე.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია