საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3768
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-09
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.002.433
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 901 მუხლი:

     „მუხლი 901. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების დამზადების, გამოცდის, შეძენისა და შენახვის პირობების დარღვევა

1. ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების დამზადება, გამოცდა, შეძენა და შენახვა „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების დარღვევით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ნოემბერი.

№3768–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია