„მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებაშიცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
668
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-11-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-11-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებაშიცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №668

1998 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებაშიცვლილების შეტანის თაობაზე

იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა თურქმენეთსა და უზბეკეთში გადატვირთული ჩაის პროდუქციის დათქმულ ვადაში ანაზღაურება, მიღებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინადადება, შეტანილ იქნეს ცვლილება „მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებაში საბერძნეთიდან უსასყიდლოდ შემოსული ხორბლის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში შეტანის ვადის გაგრძელების თაობაზე და „მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 აპრილის №266 ბრძანებულების მე-8 პუნქტით 1998 წლის 1 ივლისამდე განსაზღვრული ვადა გაგრძელდეს 1998 წლის 31 დეკემბერამდე.

ე. შევარდნაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია