სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.543
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1202
2005 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) კონსტანტინე ვარძელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
2) დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
3) ირაკლი ფორჩხიძე –საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1895-სსმIII,№120, 19.10.2005წ.,მუხ.1343
4) ნატო გაგნიძე –საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1895-სსმIII,№120, 19.10.2005წ.,მუხ.1343
5) გვანცა აბესაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;
6) ლილი ერაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;
7) ჯუმბერ კოპალიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, კომისიის წევრი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 30 ნოემბრის №1508 ბრძანების პირველი პუნქტი.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1895-სსმIII,№120, 19.10.2005წ.,მუხ.1343
2.ძალადაკარგულია-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ბრძანება №209-სსმIII,№12,30.01.2006წ.,მუხ.138