,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
366
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-27
სარეგისტრაციო კოდი
100070000.22.027.008306
,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.008.306

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №366

2006 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:

1. ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში (სსმ III, 2000 წ., №2, მუხ. 23) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი;

ბ) ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) №6 საპყრობილე (ქ. რუსთავი);“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია