„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
961
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №961

2009 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესს (№1 დანართი) 151 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 პუნქტი:

„152. უცხო ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებებით მივლინებისას მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. ამასთანავე, მოსამსახურეებს  უნაზღაურდებათ ამ ბრძანებულების №2 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია