„საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
200
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-03
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.000.334
„საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №200

2005 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 12.08.2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხე-ტყეს ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის შესაბამისი სატყეო მეურნეობები ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დაცული ტერიტორიების შესაბამისი ადმინისტრაციები მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომლის საფუძველზეც ამ პუნქტში აღნიშნული ორგანოები გასცემენ საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტს.”;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია