საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №777
1997 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საზღვაო დარგის განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 აგვისტოს №541 და „ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 აგვისტოს №474 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მიღებულ იქნეს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წინადადება და „საქართველოს საზღვაო დარგის განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 აგვისტოს №541 და „ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის შესახებ“ 1997 წლის 29 აგვისტოს №474 ბრძანებულებებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 აგვისტოს №541 ბრძანებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს საზღვაო კოდექსის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) ტრანსპორტის სამინისტროსთან (მ. ადეიშვილი) შეთანხმებით, დადგენილი წესით უზრუნველყოს სახელმწიფო საწარმოების – ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურისა და ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია.
ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილად ჩაითვალოს სახელმწიფო საწარმო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გარდაქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად.“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 აგვისტოს №474 ბრძანებულების 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტები.
ე. შევარდნაძე