საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №958
2009 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
მ. ვაწაძისა და გ. ბოკუჩავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძესა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს გიორგი ბოკუჩავას უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი