საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
546
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-29
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.023.008889
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.889

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №546

2006 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციე­ბის დეპარ­ტამენტის დებულება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანების პირ­ველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სე­ბის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს დებულება“;

ბ) ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №69 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსე­ბის სამინისტროს ზედამხედველობის სამმარ­თვე­ლოს დებულება“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №1246 - სსმ III, №158, 24.11.2006 წ., მუხ.2175

2. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 იანვრის ბრძანება №99 - სსმ III, №18, 05.02.2008 წ., მუხ.222

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარ­ტა­მენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოად­გენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინის­ტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტებით.

    მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტა­ტო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი II

დეპარტამენტის სტრუქტურა, ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5

თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კოორდინირება გაუწიოს სამინისტროს ურთიერ­თობას საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგა­რეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადე­მიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივ­ნოებთან;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში, განახორციელოს საქარ­თვე­ლოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელ­შეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეს­რუ­­ლების მდგომარეობის მონიტორინგი;

გ) (ამოღებულია);

დ) უზრუნველყოს საქართველოში კლიმატის ცვლი­ლების გლობალური კონვეციით ნაკისრი ვალ­დებუ­ლებების შესრულება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №1246 - სსმ III, №158, 24.11.2006 წ., მუხ.2175

    მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლი­ლების სამმართველო;

ბ) (ამოღებულია);

გ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №1246 - სსმ III, №158, 24.11.2006 წ., მუხ.2175

    მუხლი 7

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეო­რო­ლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართვე­ლოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლე­მებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირე­ბის, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუ­შავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. იგი პასუხს აგებს საქართველოში კლიმატის ცვლილე­ბის მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მმართველობითი ორგა­ნოების, მეურნეობის დარგებისა და მოსახლეობის ფაქ­ტობრივი და პროგნოსტიკური ინფორმაციით უზრუნ­ველ­ყოფაზე;

ბ) კლიმატის ცვლილების მიმართ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მოწყ­­ვ­ლა­დობის შეფასება, ამ დარგების ადაპტირების უნარის დადგენა, კლიმატის ცვლი­ლე­­ბის შესუსტების ღონისძიებების და მათ საფუძველზე ეროვნული პოლიტიკის სტრა­­ტეგიული გეგმის შემუშავება და სამინისტროს წინაშე რეკომენდა­ციებით წარდგე­ნა;

გ) კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქარ­თველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადება ქვეყნის შე­­საბამის სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრო­მ­ლო­ბით;

დ) კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის განხორციელება;

ე) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენ­ციით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვა­ლ­დებულებათა შესრულე­ბისათვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სა­კი­თ­ხე­ბში საქართველოს შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლე­ვი­თი და სხვა ორგანიზა­ციე­ბის სამუშაოთა კოორდინაციის მიზნით გარემოს დაცვისა და ბუ­ნე­ბ­­რი­ვი რესურსების სამინისტროსათვის წინადადებების მომზადება;

ვ) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბა­მი­სად საქართველოში სათბურის გაზების ემისიის შემცირებისაკენ და შთანთქმის გა­ძ­ლი­­ერებისაკენ მიმართული პროექტების (პროგრამების) მომზადება;

ზ) კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან და­კავ­ში­რებულ საკითხებში საზოგადოებისათვის განსაკუთ­რებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებთა ინფორმირება;

თ) კიოტოს ოქმით განსაზღვრული სუფთა განვითარე­ბის მექანიზმის (სგმ) ამოქმედებით კონვენციის საბო­ლოო მიზნის მიღწევისათვის ღონისძიებათა განხორ­ციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების შე­­ს­წავლა, მოწყვლადი სისტემების ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შე­მა­რ­ბი­ლე­ბელი ზომების განმახორციელებელი პროექ­ტების შესახებ ინფორმაციის მოძი­ება, მისი ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე კონკრეტული პროექტების შემუ­შა­ვება;

კ) საქართველოში ,,კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული პოლიტიკის განხორცი­ე­ლე­­ბის უზრუნველყოფა.

2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრუ­ლებისას ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლი­­ლების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარ­გლებ­ში უფლებამოსილია წარმოადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს ინტერესები გაეროს კლიმატის ცვლილე­ბის ჩარჩო კონვენციისა და ამ კონვენციის კიოტოს ოქმის ხელმძღვანელ ორგანოებში და მუშა ჯგუფებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

    მუხლი 8 (ამოღებულია)

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №1246 - სსმ III, №158, 24.11.2006 წ., მუხ.2175

    მუხლი 9

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციები და ამოცა­ნებია:

ა) მონაწილეობა მიიღოს და კოორდინირება გაუწიოს სამინის­ტროს ურთიერთობას საერთაშორისო ორგა­ნიზა­ციებ­თან და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებ­თან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;

ბ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო და რე­გიო­ნული კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი საკონტაქტო პირების საქმიანობას;

გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიო­ნულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღო­ნისძიებების ორგანიზებაში;

დ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმარ­თუ­ლებების განსაზღვრაში და საერთაშორისო ვალდებუ­ლებულებების შესრულების კოორდინირებაში;

ე) განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრუ­ლე­ბებ­ში საქართველოს მონაწილეობის ანალიზი;

ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში და კოორ­დინირება გაუწიოს ქვეყანაში საკითხთან დაკავშირე­ბულ განსახორციელებელ შიდა პროცედურებს;

ზ) განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშო­რისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტო­რინგი და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სახელ­მწიფო პოლიტიკის რეალიზებაში;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განახორ­ციელოს და მონაწილეობა მიიღოს ევროპული და ევ­როატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პოლი­ტიკის რეალიზებაში.

2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრუ­ლებისას საერთაშორისო ურთიერთობების სამმართვე­ლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება­მოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზა­ციებ­თან ურთიერთობებში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გარემოს­დაც­ვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები კონვენციებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების დანიშვნის შესახებ. აგრეთვე არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით უზრუნველყოს კონვენციების შესაბამისი სამდივნოების ინფორმირება;

დ) განახორციელოს უშუალო მუშაობა კონვენციე­ბის მოთხოვნათა რეალიზებაში;

ე) კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად მოითხოვოს ანგარიშები და ორგანიზება გაუწიოს მათი ანგარიშების მოსმენას; შეაფასოს მათ მიერ გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადა­­დე­ბები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ვ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო ვალდე­ბუ­­ლებების შესრულებას და ამ საკითხთან დაკავში­რებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაამყაროს შესაბამისი კავშირები როგორც საქართვე­ლოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავ­რობო, სამეცნიერო და სხვა ორგანიზა­ციებთან;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების/რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, შეთანხმებაზე ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ მომზა­დებული მასალის საფუძველზე;

თ) მინისტრის სამდივნოდან პერიოდულად მიიღოს საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანი­ზაციების წარმომადგენლებთან მინისტრის შეხვედრების განრიგი და ჩატარებული შეხვედრების ოქმების ასლები;

ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგ­მი­ლი როგორც საერთაშორისო შეხვედრების, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანი­ზაციების წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 10

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­­სუფლებს მინისტრი.

    მუხლი 11

დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 12

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯე­როვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინის­ტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარ­ტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენ­ტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადა­დებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გა­დაწ­ყვე­ტის თვალსაზრისით;

ზ)­ წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარ­ტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამარ­თლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზ­ღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

    მუხლი 13

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებო­ბაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯერო­ვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინის­ტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ბ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეუ­ლი მუშაობის შესახებ;

გ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის მოვალეობებს.

    მუხლი 14

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელ­მძღვანე­ლობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგე­ბე­ლია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახუ­რებ­რივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფრო­სები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფრო­სის/მოადგილის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.

    მუხლი 15

დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 16

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

კრებსითი — სრული ვერსია