საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
955
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-26
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.08.002.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №955

2009 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნები თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად:

ა) სატრანსპორტო საშუალებებისათვის (დანართი №1);

ბ) სატრანსპორტო საშუალებების მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელებისათვის (დანართი №2);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო სატრანსპორტო საშუალებებისათვის (დანართი №3).

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 აპრილის  ბრძანებულება №223 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სანომრე ნიშნებზე გადასვლა.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 დეკემბრის  ბრძანებულება №977-სსმIII, № 160, 31.12.2009წ., მუხ.2012

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 ივლისის № 670 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 სექტემბრის №433 ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 დეკემბრის  ბრძანებულება №977-სსმIII, №160, 31.12.2009წ., მუხ.2012

2. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 აპრილის  ბრძანებულება №223 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.

 


დანართი №1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო

საშუალებების სანომრე ნიშანი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნის ზომაა 520x110x1 მმ, მარცხენა მხრიდან 55x110 მმ ზომის მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით – ზედა კუთხეში ,,G” და ქვედა კუთხეში ,,A” ასოები ლათინური შრიფტით; დანარჩენ             465x110 მმ ზომის შავ ფონზე თეთრი წარწერებით – ორი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრი, შუაში ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა.

 

დანართი №2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების

მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშანი

 

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნის ზომაა 280x205x1 მმ, შავ ფონზე თეთრი წარწერებით – ზედა ნაწილში ორი ასო ლათინური შრიფტით და ქვედა ნაწილში სამი ციფრი, შუაში ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა.

დანართი №3

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 აპრილის  ბრძანებულება №223 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშანი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნის ზომა არის 520x110x1 მმ, მარცხენა მხრიდან 55x110 მმ ზომის გლუვ ოქროსფერ ფონზე თეთრი წარწერებით: ზედა კუთხეში „G” და ქვედა კუთხეში „A” ასოები ლათინური შრიფტით; დანარჩენ 465x110 მმ ზომის შავ ფონზე თეთრი წარწერებით: ორი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრი, შუაში ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა.

კრებსითი — სრული ვერსია