„საქართველოს საბაჟო საქმის გაუმჯობესების, საბაჟო სისტემის რეორგანიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა და საერთაშორისო ტვირთზიდვის სფეროში სახელმწიფო წესრიგის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივნისის №409 ბძანებულებაში ნაწილობრივ ცვლილებათა შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
593
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-09-08
გამოქვეყნების თარიღი
1996-09-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს საბაჟო საქმის გაუმჯობესების, საბაჟო სისტემის რეორგანიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა და საერთაშორისო ტვირთზიდვის სფეროში სახელმწიფო წესრიგის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივნისის №409 ბძანებულებაში ნაწილობრივ ცვლილებათა შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №593

1996 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო საქმის გაუმჯობესების, საბაჟო სისტემის რეორგანიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა და საერთაშორისო ტვირთზიდვის სფეროში სახელმწიფო წესრიგის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივნისის №409 ბძანებულებაში ნაწილობრივ ცვლილებათა შეტანის შესახებ

საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით, რომლის სტრუქტურაში არ შევიდა სახელმწიფო კონცერნი „საქავტოგზა“, აგრეთვე მძიმეწონიან და მსხვილგაბარიტიან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გატარებისას მათ მიერ გზებისა და გზებზე საინჟინრო ნაგებობებისათვის მიყენებული ზარალის სავალდებულო კომპენსაციისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით „საქართველოში საბაჟო საქმის გაუმჯობესების, საბაჟო სისტემის რეორგანიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებათა და საერთაშორისო ტვირთზიდვის სფეროში სახელმწიფო წესრიგის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივნისის №409 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამტარ პუნქტებში თავის ფუნქციებს განახორციელებენ მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროსა და სახელმწიფო კონცერი „საქავტოგზის“ შესაბამისი სამსახურები საბაჟო დეპარტამენტის თანხმობის საფუძველზე“.

2. მე-7 პუნქტის პირველი სტრიქონი და ამავე პუნქტის 7.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი):

7.1. უზრუნველყოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობისა და ტრანსპორტთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების (გარდა წონითი და გაბარიტული პარამეტრებისა) კონტროლი, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია