საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №935
2009 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შიდა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შიდა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის განხორციელების შესახებ.
მ. სააკაშვილი