საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №282
1997 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
ი.ჯაფარიძის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
წესრიგისა და კანონიერების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატთან არსებული ცალკეული ტერორისტული აქტების, დივერსიებისა და სხვა განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულთა გამოძიების სპეციალური ჯგუფის უფროსი, პროკურორი ოთარ ჯაფარიძე დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.
ე. შევარდნაძე